სიფამ ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში საბჭოსა და კომისიების წევრობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ დღეს 2025 წლის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები დაასახელა და პროგრამა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ავრცლებს.

ამავე ინფორმაციით, საარჩევნო პროგრამა და 19 კანდიდატი, რომლებიც აღმასრულებელ საბჭოში, ეთიკისა და სარევიზიო კომისიების წევრებად იყრიან კენჭს დღეს სიფას თავმჯდომარემ ქეთევან ქვარცხავამ და სიფას წევრმა ადვოკატებმა ზვიად კორძაძემ და მაია მწარიაშვილმა დაასახელეს.

„სიფას მიზანია შეიქმნას გარემო, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება გამჭვირვალედ, პროფესიონალების მიერ, კოლეგიურად და არა ერთპიროვნულად.

სიფას მთავარი პრიორიტეტებია:

კონსტიტუცია და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები;

მდუმარე მმართველობის დასრულება;

მიუკერძოებელი მართმსაჯულება;

სამართლიანი კანონმდებლობა;

ერთი გუნდის მმართველობის ნაცვლად, უპრეცედენტო, კოლეგიური, ალიანსის ტიპის მმართველობის ჩამოყალიბება, სადაც ისმის ყველას ხმა;

ადვოკატის და ჩვენი პროფესიის დაცვა და გაძლიერება ;

დაცვისა და ბრალდების უფლებების გათანაბრება;

ინდივიდუალური იდეებისა და ინიციატივების წახალისება და მხარდაჭერა;

ახალგაზრდა ადვოკატებისთვის პროფესიული ზრდის და დასაქმების პლატფორმის შექმნა;

პროფესიული ეთიკის სტანდარტების დაცვა და რომელსაც არ მოერიდება მთავრობის კრიტიკა, ვინც არ უნდა იყოს მმართველობაში, როდესაც საკითხი მართლმსაჯულებას, ადამიანის უფლებებს და ადვოკატის პროფესიას ეხება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიფას კანდიდატები არიან: აღმასრულებელ საბჭოში: ქეთევან ქვარცხავა, გოჩა სვანიძე, დავით კიკალეიშვილი, აკაკი ჩარგეიშვილი, მაია მწარიაშვილი, გიორგი ზედელაშვილი, ანა ლორია, კახაბერ წერეთელი.

ეთიკის კომისიაში: სოფიო როინიშვილი; ნინო სოსელია, ჟანა ჩიქოვანი, უჩა ქირია, ნანა ამისულაშვილი, რუსუდან ჭკუასელი, ირაკლი გაფრინდაშვილი, ანა რეხვიაშვილი, სოფიო ჩაჩავა (არაწევრი).

სარევიზიო კომისიაში: ზვიად კორძაძე; შალვა ბუავა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ სიფამ არ დააყენა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატურა, რადგან ადვოკატთა ასოციაცია იმართება კოლეგიურად და გადაწყვეტილებები მიღება სწორედ აღმასრულებელი საბჭოს და არა თავმჯდომარის მიერ.

„სიფას” მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პროფესიული ასოციაცია იმართებოდეს კოლეგიურად, ალიანსის სახით, რათა წარმოდგენილი იყოს ადვოკატთა ყველა ჯგუფის ინტერესები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში