მედია - მაიამიში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის ქალაქ მაიამიში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი.

შეგახსენებთ, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან რუსტემ უმეროვსა და აშშ-ის პრეზიდენტის მომლაპარაკებლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრა იყო დაგეგმილი. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი სამშაბათს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს