ირაკლი კუპრაძე - ორშაბათს გამოვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე და ტერორისტულ პარტიად შეგვრაცხავს - დრო ჩვენ კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ

ორშაბათს გამოვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე და ტერორისტულ პარტიად შეგვრაცხავს “ლელოს” ან რამე კრემლიდან ნაკარნახევ სიგიჟეს გამოაცხადებს-დრო ჩვენ კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ თუ პარტიები ალეკო ელისაშვილს ორშაბათამდე არ გარიცხავენ, „ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები გახდებიან”.

როგორც კუპრაძე აღნიშნავს, ასი ათასობით ადამიანის მოწამლვა ტერორიზმია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.

“ორშაბათს გამოვა არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე და ტერორისტულ პარტიად შეგვრაცხავს “ლელოს” ან რამე კრემლიდან ნაკარნახევ სიგიჟეს გამოაცხადებს.

დრო ჩვენ კი არა, თქვენთვის აითვალეთ, ვინც ქართველ ხალხს ქიმიური ტერაქტი მოუწყვეთ, ესაა ტერორიზმი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ასი ათასობით ადამიანის მოწამლვა“,- წერს კუპრაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ თუ ალეკო ელისაშვილს, რომელიც საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, არ გარიცხავენ, ორშაბათიდან „მოქალაქეები“, „ძლიერი საქართველო“ და „ალდე“ „ოფიციალურად გახდებიან ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია