გურამ მაჭარაშვილი - გახარიას გუნდმა ისტორიულ კომისიაში არ მიიღო მონაწილეობა და ახლა უნდათ, შექმნან კომისია, რომელიც დაადგენს, თუთიყუშს ბუმბული გასცვივდა თუ არა და ძაღლმა აკოცა თუ არა პატრონს - ცდილობენ, პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ

გახარიას გუნდმა მონაწილეობა არ მიიღო ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში და ახლა უნდათ შექმნან კომისია, რომელიც მათი აზრით, დაადგენს, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა და ძაღლმა აკოცა თუ არა თავის პატრონს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებაზე, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე გიორგი გახარიას გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, BBC-ის მთავარი წყარო გაემიჯნა და გამოძიება დეტალურად დაადგენს, რა და როგორ მოხდა.

მაჭარაშვილის განაცხადებით, BBC-ის კითხვებზე პასუხების გაცემა მოუწევს.

"როგორც ამბობენ, ტყუილს აქვს მოკლე ფეხები და ზოგიერთ ტყუილს, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, საერთოდ არ აქვს ფეხები. BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოკლე ტყუილს საერთოდ არანაირი ფეხები არ აქვს. ის "მტკიცებულებებს" რაც ე.წ. წყარომ მიაწოდა BBC-ის ე.წ. ქიმიურ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, აღმოჩნდა რამდენიმე საათიანი, არც კი - რამდენიმე წუთიანი, იმიტომ რომ რამდენიმე საათში გაემიჯნა ის მთავარი "წყარო", რომელიც გახდა იმისი საფუძველი, რომ გამოექვეყნებინა ეს დეზინფორმაცია.

რაც შეეხება გახარიას გუნდის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნაზე - ცოტა არ იყოს გასაკვირია გახარიას პარტიის ეს ინიციატივა. მათ მონაწილეობა არ მიიღეს მართლაც ისტორიულ საგამოძიებო კომისიაში, სადაც კვოტები ჰქონდათ და ახლა უნდათ შექმნან კომისია, რომელიც მათი აზრით, დაადგენს იმას, თუთიყუშს ბუმბული მართლა გასცვივდა თუ არა და ძაღლმა აკოცა თუ არა თავის პატრონს იმ პერიოდში, როცა დეკემბერში იყო აქციები და რაღაც ქიმიური იარაღი იყო გამოყენებული. ეს არის მათი მიდგომა?პრაქტიკულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავარი წყარო გაემიჯნა BBC-ის. რა თქმა უნდა, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, დაადგენს, ნამდვილად იყო თუ არა გამოყენებული, რა იყო შეძენილი, როდის იყო. ეს ინიციატივა ნიშნავს, რომ რამენაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იტივტივონ, მეტი არაფერი. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება იყოს საგამოძიებო კომისიის საკითხი," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთის კრიტიკას - როგორც მაჭარაშვილი ამბობს, მათგან უსამართლო განცხადებები გვესმის, რასაც შესაბამისი პასუხი გაეცემა.

"ჩემი შენ გითხარი, გული მოგიკალიო - ესაა ევრობიუროკრატიის პოლიტიკა. თავიანთ ქვეყნების გადახედონ, იმ პრობლემებს, რაც აქვთ. ევრობიუროკრატიას თავისი პრობლემები აქვს. ახლა არის უსამართლო განცხადებები და ამას შესაბამის რეაგირებას აუცილებლად მივცემთ," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში