„საჯარო მოხელეებო, გამოფხიზლდით, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

„საჯარო მოხელეებო, გამოფხიზლდით, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ - ამ ლოზუნგით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა.

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების მშობლებმა და მხარდამჭერებმა საჯარო მოხელეებს მოუწოდეს, „არ დახუჭონ თვალი იმ უსამართლობაზე, რაც ქვეყანაშია“.

როგორც უფლებადამცველმა, მარიკა არევაძემ აღნიშნა, მათ სურთ მიაწოდონ უწყებაში დასაქმებულებს ინფორმაცია „იმ რეალობასთან დაკავშირებით, რაც რეალურად არსებობს საქართველოში და არა “ოცნების“ საქართველოში“.

„რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ საჯარო დაწესებულებებთან აქციებს, მათთვის ხმის მიწვდენას იმ რეალობასთან დაკავშირებით, რაც რეალურ საქართველოში არსებობს და არა “ოცნების“ საქართველოში.

ეს არის უწყება, რომელმაც არაფერი მოიმოქმედა 1 წლის წინ, როდესაც ადამიანები სიკვდილამდე იყვნენ ნაცემები და 1 წლის, როდესაც, თურმე ჩვენს მიმართ გამოუყენებიათ ქიმიური იარაღი“, - განაცხადა მარიკა არევაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება