ირაკლი კობახიძე - პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები - ეს  უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში

თქვენ ხედავთ, რომ არამარტო ექსტრემისტ, არამედ პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები - ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოზიციის შეფასებისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ექსტრემიზმიდან ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ.

„თქვენ ხედავთ, რომ არამარტო ექსტრემისტ, არამედ პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები. ექსტრემიზმიდან უკვე ტერორიზმის გამართლებაზე გადავიდნენ და ამისთვის ხელის დაფარებაზე გადავიდნენ. ეს აჩვენებს მათ სახეს. ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში“,- აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა: „ალეკო ჩვენი თანამებრძოლია, არსაიდან არ იქნება გარიცხული. მე პირიქით მინდა, “წავუყენო ბრალი” შალვა პაპუაშვილს, ალეკო ელისაშვილი 40-ლარიან სკამს ასხამდა ნავთს, მაგრამ შალვა პაპუაშვილი და მისი რეჟიმი ასობით ათას ქართველს, მათ შორის, ბავშვებს წამლავდა, ეგ არის ტერორიზმი“.

აღნიშნულით ის გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომ თუ პარტიები ალეკო ელისაშვილს ორშაბათამდე არ გარიცხავენ, „ტერორისტის მფარველი ორგანიზაციები გახდებიან”.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება