მიხეილ სარჯველაძე - ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება - ეს ელემენტარული ქიმიაა!

ვიდრე ადამიანებს ეტყვით, თითქოს კონკრეტული ნივთიერებით მოწამლეს, მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო - ნივთიერება, რომელზეც ადამიანებს ეუბნებით, რომ გამოიყენეს, წყალში საერთოდ არ ზავდება - ეს ელემენტარული ქიმიაა! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ BBC-ის საგამოძიებო მასალაზე, დასმული კითხვების პასუხად გააკეთა.

სარჯველაძის აზრით, „ადგილი აქვს იაფფასიან მცდელობებს, რათა ვინმე შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს თბილისში, მიტინგების დროს რაღაც ისეთი მოხდა, რაც სამართალდარღვევას შეიცავდა“.

სარჯველაძის თქმით, ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმისთვის, რომ არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია“.

„ეს ილუზიის მცდელობაა, რაც აშკარაა და არის ძალზე იაფფასიანი.

ეს კარგად გამოჩნდა ამ კვალიფიციური ექიმების მიერ გაკეთებული შეფასებებით, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ რეალურად, როდესაც BBC-მ ეს გამოაქვეყნა, რაღაც შორსმიმავალი შეფასებები გააკეთა და ამას პოლიტიკოსები ეყრდნობიან, თურმე ვისაც თავის მხრივ BBC-ი ეყრდნობოდა აღმოჩნდა, რომ მათ ისეთი არაფერი უთქვამთ, რაც შემდეგ თითქოს მათ მიაწერეს. ამიტომ ასეთი მცდარი არასწორი და უსაფუძვლო დასკვნებისგან რა თქმა უნდა, ყველამ თავი უნდა შეიკავოს. უფრო მეტიც, ადამიანები თავშეკავებული უნდა იყვნენ როცა რაიმე ბრალდებებს აყენებენ და ადამიანებს ეუბნებიან, რომ თითქოს ვიღაცა მოწამლა - აქ ფრთხილები უნდა იყვნენ.

დიახ, მაღალკვალიფიციური ექიმების დასკვნებით მარტივად დასტურდება და ელემენტარული ლოგიკაც კმარა იმისთვის, რომ არასწორად, უსაფუძვლოდ ატეხილი აჟიოტაჟია, რომ თითქოს ქიმიურ მოწამვლასთან გქონდა საქმე“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია