მაკა ბოჭორიშვილი, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, სომხეთის, სერბეთის, უზბეკეთისა და ალბანეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შეხვდა

ეუთო-ს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის წარმატებული სტრატეგიული პარტნიორობა და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკა.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას და საქართველოს მზაობას, თავისი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.

მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გააქტიურებისთვის,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

მინისტერიალზე ბოჭორიშვილი, ასევე, შეხვდა სერბ, უზბეკ და ალბანელ კოლეგებს - მარკო ჯურიჩს, ბახტიორ საიდოვსა და ელისა სპიროპალისს.

„მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დინამიკა. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას. მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე, ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული მიმართულებები, ასევე ორმხრივი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას. საუბარი ასევე შეეხო ცენტრალური აზიის რეგიონის თანამშრომლობის საკითხებს.

რაც შეეხება, ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, მხარეებმა აღნიშნეს ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან თანამშრომლობის კონტექსტში. საუბრისას ხაზი გაესვა ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო მისწრაფებებს და ამ თვალსაზრისით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციაზე. მაკა ბოჭორიშვილმა ალბანელ კოლეგას მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და საქართველოში მიიწვია,“ - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში