პროკურორი ლუკა კურტანიძის საქმეზე - ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას მოვითხოვთ - საპროცესო შეთანხმების თაობაზე განხილვა საერთოდ არ მიმდინარეობს

პროკურატურა „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრის ლუკა კურტანიძის დამნაშავედ ცნობას ითხოვს.

როგორც საქმის პროკურორი დავით კირჩხელი „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მხარეებს შორის საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით საუბარი არ მიმდინარეობს.

პროკურორის თქმით, სასამართლოს ბრალდებულის ლუკა კურტანიძის პატიმრობაში დატოვებას და სასჯელის განსაზღვრას სთხოვს.

„ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში, დამნაშავედ ცნობას და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრას მოვითხოვთ.

დიახ, მთავარი მოთხოვნაა, დამნაშავედ ცნობა მოხდეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე წინასწარ შეუძლებელია რაიმეს თქმა, ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

საპროცესო შეთანხმების თაობაზე განხილვა საერთოდ არ მიმდინარეობს“, - აცხადებს დავით კირჩხელი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია