ლუკა კურტანიძე - ნუ ჩამკეტავთ ციხეში და სასჯელს რასაც დამაკისრებთ, მზად ვარ მივიღო - ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ

ნუ ჩამკეტავთ ციხეში და სასჯელს რასაც დამაკისრებთ, მზად ვარ მივიღო, - ამის შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, ვეტერანმა მოჭიდავემ ლუკა კურტანიძემ განაცხადა.

ლუკა კურტანიძემ სასამართლო პროცესზე მასა და ყოფილ მეუღლეს შორის წლების განმავლობაში არსებულ დაძაბულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

„ძალიან მძიმეა ის მდგომარეობა, რაშიც ახლა ვარ. ადამიანს უფლის სახელით ველაპარაკებოდი, ვეხვეწებოდი, ვთხოვდი, რომ ოჯახი არ მიეტოვებინა. თურმე ფსიქოლოგიურ ძალადობად ჩამითვალეს.

2020 წელს მეუბნება, რომ ქობულეთის ქონება გადმომიფორმეო. ოჯახში დავბრუნდები მაშინ ქობულეთში, წყნეთში და ბორჯომში არსებული ქონების თანამესაკუთრე თუ გავხდებიო, რაზეც დავთანხმდი.

2021 წლის 13 დეკემბერს ყველაფერი გადავაფორმე და ხელიც მოვაწერეთ, იმ დღეს როგორც კი საკუთრება გაიფორმა, იმის შემდეგ ჩემს სიახლოვეს კი არა, სახლთანაც არ მოსულა. ერთი ის მითხრა, რომ დასტური მოვიდაო. აღვნიშნოთ-მეთქი ვუთხარი, მაშინ მითხრა მეგობრებთან ერთად [აღვნიშნოთ], ხომ არ ფიქრობ შენთან დავრჩებიო.

მან რამდენიმე დღე ითხოვა და გადაიფიქრა. ბევრი ხვეწნა მუდარის შემდეგ მითხრა: სამი თვე მჭირდება და სადაც იქნები იქ ჩამოვალო.

რადგან პოლიტიკური მუნდირის წინაშე პასუხისმგებლობა მაქვს, ავდექი ბორჯომის ხეობაში წავედი, სამი თვეც გავიდა, სამი წელიც გავიდა, მაგრამ არც ერთხელ არ ჰქონია მცდელობა, რომ ჩემთან დაბრუნებულიყო, ყველა ეს ქონება, ყველა ჩემი ქონება დაიტოვა და მითხრა: ვიძმაკაცოთო”, - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა