ლევან შატბერაშვილი - 2 კვირის განმავლობაში, გაურკვეველი პირები, რომელთაც განათლებასთან კავშირი არ აქვთ: ქალაქის მერი, რამდენიმე დეპუტატი, დასხდნენ და მოიფიქრეს განათლების რეფორმა ისე, რომ კონსულტაციები არ ჰქონიათ - ეს რეფორმები დაღუპავს განათლებას

თავად ის იდეები, რომლებიც დევს ამ განათლების ე.წ. რეფორმაში, არაფერს კარგს არ გვპირდება საერთოდ. ამგვარი კონსიუმერისტული მიდგომა, რომელიც ამ რეფორმაშია, დაღუპავს მთლიანად საქართველოს განათლებასა და თაობებს, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, პარტია “თავისუფლების მოედნის” წევრმა, ლევან შატბერაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა.

შატბერაშვილმა საუნივერსიტეტო რეფორმის გარდა, სკოლებში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტრომ სავალდებულო სასკოლო ფორმების ნაცვლად, სკოლებში კვება უნდა შეიტანოს. მისი შეფასებით, ხელისუფლება სკოლის მოსწავლეებზე საერთოდ არ ზრუნავს.

„ეს რეფორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ” დაიწყო, 6 წლის განმავლობაში მზადდებოდა და უნივერსიტეტებთან მოლაპარაკებაც 6 წლის განმავლობაში მიდიოდა.

დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, გაურკვეველი პირები, რომლებსაც სინამდვილეში განათლებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ, ქალაქის მერი, რამდენიმე დეპუტატი და ა.შ. დასხდნენ და მოიფიქრეს განათლების რეფორმა ისე, რომ არავისთან არ ჰქონდათ კონსულტაციები, არავის არ დაელაპარაკნენ.

მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს განათლების რეფორმაში ჩართული კახი კალაძე?

თავად ის იდეები, რომლებიც დევს ამ განათლების ე.წ. რეფორმაში, არაფერს კარგს არ გვპირდება საერთოდ. ამგვარი კონსიუმერისტული მიდგომა, რომელიც ამ რეფორმაშია, დაღუპავს მთლიანად საქართველოს განათლებასა და თაობებს.

უნდა ითქვას, რომ ბოლო წლებში ნამდვილად განვითარდა განათლება, ევროპასთან ურთიერთობით. ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა იყო და რაც ახლა ხდება, ეს რეალურად ანგრევს ყველაფერს.

უნივერსიტეტებს რომ თავი დავანებოთ, სკოლებში რაც ხდება, ეს ხომ სრული კატასტროფაა. მაგალითად, რომ გვითხრეს, აღარ იქნება 12 კლასი და მე-11 კლასი იქნება რეპრტიტორიუმიო, სინამდვილეში, ამით გვითხრეს, რომ სულ 10 კლასი იქნება და არანაირი 11. გასაგებია, რომ შეიძლება ვიღაცას უნდოდეს, მისი შვილი 15-16 წლის ასაკში დაქორწინდეს, ვიღაცას შეიძლება შვილიშვილების ყოლა ეჩქარებოდეს, მაგრამ არა მგონია, მოსახლეობის უმრავლესობა ამგვარი ოცნებებით იყოს აღტყინებული.

გარდა ამისა, სკოლებში რაც იგეგმება, გარდა იმ პოპულისტური ნაბიჯებისა, მაგალითად ფორმების შემოღება მე-6 კლასამდე და ა.შ. ჯერ გადაეწყვიტათ ის, რომ ბავშვებისთვის სკოლებში კვება შეეტანათ იმიტომ, რომ ბავშვები მესამე გაკვეთილის შემდეგ ვეღარაფერს იგებენ, შიათ და ცუდად არიან. ესენი კიდევ, იმის გამო, რომ აკონტროლონ ყველაფერი, არანაირ მზრუნველობას არ იჩენენ სკოლის მოსწავლეების მიმართ”, - განაცხადა ლევან შატბერაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია