თენგო თევზაძე - ირაკლი კობახიძემ დღეს ღიად აღიარა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი - აუცილებელია, რომ ხვალ, ფილარმონიასთან ძალიან ბევრი ვიყოთ და ერთად მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება

ქიმიური იარაღის გამოყენება 9 აპრილის შემდეგ არცერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს - აუცილებელია, რომ ხვალ ვიყოთ ფილარმონიასთან ძალიან ბევრი და ერთად მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო თევზაძემ პარლამენტთან განაცხადა.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად აღიარა ქიმიური ნივთიერებების გამოყენება 2024 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ.

თევზაძის განცხადებით, პარტიები მოქალაქეებს მოუწოდებენ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობის იმ დაზიანებებს, რომლებიც ნოემბერ–დეკემბრის აქციების შემდეგ გამოუვლინდათ, რადგან საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია, კონკრეტულად რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენა ხელისუფლებამ.

„დემოკრატიული პარტიების სახელით გვინდა გავაკეთოთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს, უკვე ღიად, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს ქიმიური იარაღი. გვინდა მოსახლეობას მოვუწოდოთ, რომ ჯანმრთელობის ზიანს, რომელიც მათ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიიღეს, ყურადღება მიაქციონ, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა ქიმიური იარაღი გამოიყენა „ქართულმა ოცნებამ”. ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ მათ ქმედებას, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საერთაშორისო სამართლის დონეზე შესაბამისი რეაგირება მოჰყვეს. ქიმიური იარაღის გამოყენება 9 აპრილის შემდეგ არცერთ ხელისუფლებას არ გაუბედავს.

აუცილებელია, რომ ხვალ ვიყოთ ფილარმონიასთან ძალიან ბევრი და ერთად მოვითხოვოთ საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ არ ვენდობით „ქართულ ოცნებას”, რადგან ისინი მალავენ, რა ნივთიერება გამოიყენეს”,- განაცხადა თევზაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება