გედევან ფოფხაძე - თუ დასჭირდებათ, გომელაურს და კობახიძეს ისე შესწირავენ, არ იდარდებენ - თუ გომელაურს დააბრალებენ ყველაფერს, არ იმუშავებს, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ივანიშვილი გაშავდეს ბოლომდე და ასადისა და სადამ ჰუსეინის რიგში ჩადგეს

თუ დასჭირდებათ, გომელაურს ისე შესწირავენ, დიდად არ იდარდებენ, კობახიძესაც შესწირავენ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რითაც BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტს ეხმაურება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ ბიძინა ივანიშვილი „ბოლომდე გაშავდეს და ასადისა და სადამ ჰუსეინის რიგში ჩადგეს“.

„ივანიშვილის მიერ თავისი თანაგუნდელების მსხვერპლად შეწირვა არახალია, ამაში საერთოდ ვერანაირ დისკომფორტს ვერ გრძნობს. თუ დასჭირდებათ, გომელაურს ისე შესწირავენ, დიდად არ იდარდებენ, კობახიძესაც შესწირავენ, როგორც 20 ივნისი გიორგი გახარიას დაჰბრალდა. თუ ამ სიტუაციაში გამოსავალს დაინახავენ იმაში, რომ გომელაურს დააბრალონ ეს ყველაფერი, ეს არ იმუშავებს. ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ბიძინა ივანიშვილი გაშავდეს ბოლომდე, ასადის და სადამ ჰუსეინის რიგში ჩადგეს. „მე დავნიშნე ვიღაც და იმას რაღაც შეეშალა და მარტო იმ ვიღაცის ბრალია“ - სისტემა ასე არ მუშაობს. ივანიშვილმა სახელმწიფო მართვის ყველაზე ცუდი მოდელი შექმნა. მას მიაჩნია, რომ არაფრის პასუხისმგებლობა არ აქვს, მაგრამ ყველა სტრატეგიული თანამდებობის პირი მისი დანიშნულია. პასუხისმგებლობა ბოლოს მაინც იმისკენ მიდის, ვინც საკადრო საკითხებს წყვეტს. ვახტანგ გომელაურმა და ირაკლი კობახიძემ თუ რაღაც ბოროტება ჩაიდინეს, მას მოსწონს თუ არა, ამ ბოროტებაზე მოუწევს პასუხის გაცემა, პოლიტიკურის მაინც, თუ სამართლებრივის არა“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიერ BBC-ის რეპორტაჟთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, პარლამენტში დადგენილების პროექტის შეტანას, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ოპოზიციამ თავისი ნაბიჯით შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი ფორმატის შექმნას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს.

„ვინ ენდობა საპარლამენტო ფორმატს, როგორ შეიძლება ვენდო იმ ადამიანებს, რომლებმაც ცნეს ეს არჩევნები. ოპოზიციამ თავისი ნაბიჯით შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთი ფორმატის შექმნას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აწყობს. პარლამენტი მათი სივრცეა, ჩვენ საერთაშორისო ექსპერტებით შექმნილ კომისიას უნდა ვენდოთ“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია