ეუთო-ს 39 ქვეყანა - საქართველოში ძალის გადაჭარბებულ გამოყენებაზე გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სივრცის შევიწროებას აჩვენებს და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის

საქართველოში ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის, - ამის შესახებ ეუთო-ს 39 ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებმა განცხადება წევრ სახელმწიფოებში ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემის შესახებ გაავრცელეს.

"საქართველოში იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს იყენებენ, ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით გამოძიების არარსებობა განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის სამოქალაქო სივრცის შევიწროებას აჩვენებს და დაუსჯელობის საშიშ ატმოსფეროს ქმნის. სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის დამოუკიდებლობის შესახებ მიღებული საკანონმდებლო შეზღუდვები განსხვავებული აზრის ჩახშობის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს შემდეგი ქვეყნები აწერენ: ალბანეთი, ანდორა, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სან-მარინო, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და დანია.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია