ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქცია გაიმართა

ბათუმში თაყაიშვილის ქუჩაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ თაყაიშვილის ქუჩაზე კორპუსის დაუსრულებელ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

მათივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივ მთავრობის წევრებთან შეხვედრა ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ.

“200-ზე მეტი დაზარალებული ოჯახი ვაცხადებთ, რომ წლებია შეჩერებული კარკასი ტერიტორიას სიცოცხლისთვის საშიშ ზონად აქცევს, თუმცა პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება.

დაზიანებული ბეტონის კონსტრუქცია პრაქტიკულად საცხოვრებელ სახლებს ეცემა, უსაფრთხოების ნორმები კი საერთოდ არ არის დაცული — ობიექტი ღიაა და ნაგავსაყრელად არის ქცეული. სამშენებლო ნარჩენები, დაგუბებული წყალი და ანტისანიტარული გარემო ადგილობრივებს დამატებით საფრთხეს უქმნის.

მოსახლეობას არაერთი შეხვედრა გვქონდა აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ხელმძღვანელ პირებთან, თუმცა — უშედეგოდ. პროექტზე პასუხისმგებელი კომპანია „დიაისი“ ამ დრომდე, ვერ ასახელებს კონკრეტულ ვადებს, ხოლო ხელისუფლება — ვერ განახორციელებს პრობლემის გადაჭრის ეფექტიან ნაბიჯებს.

საკითხი უკვე სასამართლოსაც გადაეცა, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა და „სასამართლომაც ვერ მოიცალა ხალხისთვის“, - აცხადებენ ადგილობრივები.

მათივე განცხადებით, 9 დეკემბერს იგეგმება საპროტესტო აქცია ბათუმის საქალაქო სასამართლოსთანაც.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია