წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი დასრულდა

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 2025 წლის გაწვევის პროცესი წარმატებით დასრულდა, თავდაცვის ძალების მიერ მოთხოვნილი გეგმა სრულად შესრულდა. გაწვეულ წვევამდელთა ნახევარზე მეტმა ნებაყოფლობით გამოთქვა სურვილი იმსახუროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, 2025 წლის ბოლო, მეოთხე ნაკადის წვევამდელები, სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ახალქალაქში, ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი მომზადების ცენტრში სამხედრო მომზადებას გაივლიან. ახალქალაქში გამგზავრებამდე, ისინი შეიკრიბნენ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რეგიონულ განყოფილებებში, სადაც სამხედროებისგან მითითებები მიიღეს. წვევამდელებს ოჯახის წევრებთან დამშვიდობების საშუალებაც ჰქონდათ.

„საწყისი მომზადების ცენტრში წვევამდელებს სამხედრო აღჭურვილობა გადაეცათ. საწყისი საბრძოლო მომზადების 8-კვირიანი კურსის განმავლობაში წვევამდელები გაივლიან საცეცხლე, სამედიცინო, საინჟინრო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას, ასევე შეისწავლიან კავშირგაბმულობისა და ტოპოგრაფიის საკითხებს.

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, წვევამდელები ფიცს დადებენ და, ტერიტორიული პრინციპით, თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს 8-თვიანი ვადით გაივლიან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია