ექიმების ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, 2024 წლის აქციების დასაშლელად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება

ქართველი ექიმების ნაწილი საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, რომ 2024 წლის აქციების დასაშლელად ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ქიმიური აქტებისა და ტოქსიკური აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს.

ამასთან, ექიმების მიერ გავრცელებული განცხადებით, მათი მიზანი არ არის პოლიტიკური შეფასება, არამედ არის პროფესიული და ეთიკური ვალდებულება, დაიცვან ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება.

„მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, დასავლეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებს, საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებს, 2024 წელს საქართველოში გამართულმა ფართომასშტაბიანმა საპროტესტო აქციებმა და მათ დაშლასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი საერთაშორისო და საზოგადოებრივი ყურადღება მიიპყრო. სხვადასხვა საერთაშორისო მედიასაშუალებებში, მათ შორის BBC-ის მიერ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე გავრცელებულ მასალებში, გამოთქმულია ეჭვები, რომ აქციების მონაწილე მოქალაქეებს აღენიშნებოდათ ინტოქსიკაციის ნიშნები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ეთანხმება ამგვარ შეფასებაში გამოთქმულ ვერსიებს, წარმოშობილი უთანხმოება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებრივ კითხვებს და საჭიროებას ობიექტური, დამოუკიდებელი ანალიზის.

საყურადღებოა ამ საკითხზე ექიმების მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევაც, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში, Toxicology reports-ში. კვლევაში წარმოდგენილი სტატისტიკურად სარწმუნო მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილე პირებს მეტად აღენიშნებოდათ კარდიოვასკულური ცვლილებები საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რაც ქმნის საჭიროებას საერთაშორისო სტანდარტებით ობიექტური ექსპერტიზის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სამართლის, მათ შორის საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართლის, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ქიმიური აქტებისა და ტოქსიკური აგენტების გამოყენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო კონვენციების სტანდარტებს. მეორე, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ კვალიფიციური სამართლებრივი რეაგირება, რომელიც დაეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასებებს და საერთაშორისო სამართლის სავალდებულო ნორმებს. და მესამე, ჩაატაროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების კომპლექსური შეფასება, მოამზადოს პრევენციული რეკომენდაციები და დაეხმაროს დაზარალებულ პირებს უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ჩვენი მიზანი არ არის პოლიტიკური შეფასება. ჩვენი, როგორც ექიმების, პროფესიული და ეთიკური ვალდებულებაა, დავიცვათ ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და ღირსება, უზრუნველვყოთ ნებისმიერი შესაძლო მასობრივი ზიანის შემთხვევაში გამოძიება საერთაშორისო სამართლის უნივერსალური სტანდარტებით,“- ნათქვამია განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია