მაკა ბოჭორიშვილი - საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი აქვს ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია

საქართველო ეუთო-ს მონაწილე ქვეყანაა, რომელსაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი აქვს ამ ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, მიუღებელია ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის.

"საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა, რომელსაც აქვს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული დღის წესრიგი ამ ორგანიზაციაში და ყველანაირი მცდელობა, რომ ეს ორგანიზაცია სხვა მიზნებისთვის იყოს გამოყენებული, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი და ამაზე საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომაც გავაჟღერე მინისტერიალის ფარგლებში ის, რომ არ უნდა ხდებოდეს საერთაშორისო ორგანიზაციების გამოყენება რაღაც კონკრეტული ჯგუფების პოლიტიკური მიზნებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეუთო-ს ფარგლებში თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რამდენად ეფექტიანია ეს ორგანიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის პრინციპები, რა პრინციპებზეც დგას ორგანიზაცია და რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში საჭიროა, რომ საქართველოს საკითხი ყოველთვის იყოს დღის წესრიგში. შვეიცარია გადაიბარებს იანვრიდან თავმჯდომარეობას. მნიშვნელოვანია, რომ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის ვიზიტი დროულად განხორციელდეს საქართველოში. ჩვენ რა თქმა უნდა, ეს საკითხები განვიხილეთ მასთან და მოველით, რომ მომავალი თავმჯდომარეობა სათანადო ყურადღებას მიაქცევს სწორედ იმ საკითხებს, რაც უკავშირდება უსაფრთხოების გამოწვევებს",-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია