კრისტოფერ ლანდაუ - არ შეიძლება, ევროპის ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის აშშ-ის იმედი ჰქონდეთ, ამავდროულად კი, თავად აშშ-ის უსაფრთხოებას არადემოკრატიული და არაწარმომადგენლობითი ევროკავშირის მეშვეობით ძირი გამოუთხარონ

არ შეიძლება, ევროპის ქვეყნებს საკუთარი უსაფრთხოებისთვის აშშ-ის იმედი ჰქონდეთ, ამავდროულად კი, თავად აშშ-ის უსაფრთხოებას არადემოკრატიული და არაწარმომადგენლობითი ევროკავშირის მეშვეობით ძირი გამოუთხარონ, - ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ ევროკომისიის მიერ სოციალური პლატფორმა X-ის დაჯარიმებას.

„რაც კიდევ უფრო უარესია, არის ის, რომ აშშ სამხედრო ალიანსშია ზუსტად იმ ქვეყნებთან, რომლებიც ევროკავშირის მეშვეობით თავს გვესხმიან. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა წელს განაცხადა, ეს შეუსაბამობა არ შეიძლება გაგრძელდეს“, - წერს ლანდაუ X-ზე.

მისი თქმით, ევროკომისიის ჯარიმა „მხოლოდ აისბერგის წვერია“.

„როგორც ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალზე ყველა ევროპელ ლიდერს განვუცხადე, ევროკავშირის მხარდაჭერა კუბის კომუნისტური და ანტიამერიკული რეჟიმის მიმართ კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ უთხრის ძირს აშშ-ის უსაფრთხოებას ევროკავშირი, რომლის წევრების უმეტესობას საკუთარი უსაფრთხოებისთვის ნატო-ს მეშვეობით აშშ-ის იმედი აქვს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

შეგახსენებთ, პარასკევს ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა.

ევროკომისიის განცხადებით, ჯარიმა სოციალური პლატფორმის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება, კერძოდ რეკლამებთან და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს