ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის N3-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, სპეციალიზებულმა პროკურორებმა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა ქ. ქუთაისის N3-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახურ დანაშაულებზე პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

ასევე, ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის როლზე და მსგავსი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე, რადგან მათი ფუნქცია სწორედ დაზარალებულთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გენდერული სტერეოტიპების განხილვას, მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების სირთულეს, მტკიცებულებათა მოპოვებას, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე, იმას, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან და რა ღონისძიებები ტარდება მათი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილების მიზნით. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. დამსწრე პირებმა დასვეს შეკითხვები და განიხილეს მათთვის საინტერესო შემთხვევები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალისა და მამაკაცის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია