პრემიერი - გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შსს-ს „კამიტი" საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია - მოძალადე მომიტინგეების დაშლისას, შსს-ს არა მხოლოდ „კამიტი", არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია

5 დღის განმავლობაში, საზოგადოება თვალს ადევნებდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაგეგმილ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანება იყო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ „ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური სუბიექტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ“.

„ქვეყნის შიგნით ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ „ჩვეული ეჭვმიტანილები", ანუ უცხოური აგენტურა რადიკალური პარტიების, რადიკალური მედიასაშუალებების, რადიკალური „ენჯეოებისა" და რადიკალი პოლიტიკური აქტივისტების სახით. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც მთლიანად თითიდან გამოწოვილ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ახალი, ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ და ცრუ ბრალდებებით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ხელოვნურად აჟიოტაჟი გამოეწვიათ.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ, დადასტურებულად ტყუილ ბრალდებას შეიცავდა, რომელთაგანაც ყველაზე მგრძნობიარე ბრალდება აკრძალული ქიმიური ნივთიერება - „კამიტის" თითქოსდა გამოყენებას უკავშირდებოდა. ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნივთიერება საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია. გარდა ამისა, გამოძიებამ უტყუარად დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ „კამიტი", არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია", - განაცხადა პრემიერმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია