ირაკლი კობახიძე - „კამიტის“ გამოყენების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა, მეტიც ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის" გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ძალადობრივი აქციების“ პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.

"ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკური საშუალება, რომელსაც იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები ახლავს, რომ, თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში, ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა. მეტიც, „კამიტის" ზემოქმედება, ალბათობის მაღალი ხარისხით, ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა.

ამ ფონზე, საქმეში არ არსებობს არცერთი შესაბამისი დაზარალებული. სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების შესაძლო ზემოქმედებასთან დაკავშირებული ჩივილებით კანონსაწინააღმდეგო აქციების არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს. ძალადობრივი აქციების პერიოდში, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში მსუბუქი ინტოქსიკაციით გადაყვანილ იქნა სულ 5 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებიდან მეორე დღესვე გაეწერნენ.

ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომლებიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთწოდებული „კამიტის" გამოყენების ცრუ ბრალდებამ ყველა სხვა საკითხი გადაფარა", - განაცხადა პრემიერმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია