ირაკლი კობახიძე - „დიფ სთეითს" საკვანძო როლი აქვს შესრულებული ევროპის დაღმასვლაში -  ამ მიმართულებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს

თავის დროზე „ბიბისი" მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, ამ მიმართულებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, საქართველოს ხელისუფლებაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც შექმნილია ევროპულ მედიაში, კონკრეტულად „ბიბისიში".

„რაც შეეხება ე.წ დიფ სთეითს, სინამდვილეში ეს არის ის არაფორმალური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, მათ საკვანძო როლი აქვთ შესრულებული ევროპის დაღმასვლაში და აქაც აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი დამოკიდებულება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს