მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს

მთავრობის ადმინისტრაციის წინ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ერთი პირი გიორგი მელითაური დააკავეს.

როგორც ჟურნალისტებს მისმა მეუღლემ განუცხადა, გიორგი მელითაური, სავარაუდოდ, პოლიციასთან არაკორექტული საუბრისთვის დააკავეს.

„უკნიდან მოეპარნენ ჩუმად და დააკავეს ჩემი ქმარი. უთხრეს, რომ არაკორექტულად საუბრობდა. ჩემი მეუღლე მანამდეც ორჯერ იყო დაკავებული“, - განაცხადა დაკავებულის მეუღლემ, მაკო ქაფიანიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით, „რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“ მიმდინარეობს.

მოქალაქეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას და სინამდვილის გასარკვევად, საერთაშორისო გამოძიებას ამ მოტივით ითხოვენ.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

სუს-ის ინფორმაციით, 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას - ,,კამიტი" კი შსს-ს არასდროს შეუძენია.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია