სალომე ზურაბიშვილი - ყველა რეაქცია, რაც რეჟიმის ლიდერებისა და სუს-ის გამოძიებისგან მოვისმინეთ, არის აბდაუბდა - საჭიროა, უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული

ყველა რეაქცია, რაც მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისგან, თუნდაც სუს-ის გამოძიებისგან არის აბდაუბდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა აქციაზე სლოგანით: „რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, კითხვები რაც მანამდე არსებობდა კვლავ არსებობს და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისას, „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები და სუს-ის გამოძიება კი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს.

„საერთოდ, ყველა რეაქცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისა და თუნდაც სუს-ის გამოძიებიდან არის აბდაუბდა. არ იციან რა თქვან, რა მომენტში, როგორ თქვან. ერთი ერთს ამბობს, მეორე - სხვა რამეს ამბობს. აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის მათთვის ჯერ დაულაგებელი. ამ დროს იზრდება რეაქცია ხალხში, იზრდება რეაქცია საზღვარგარეთ და ვიტყოდი, რომ უფრო და უფრო დაბნეულები არიან [ქართული ოცნება].

კითხვები, რაც არსებობდა მანამდეც, არსებობს ახლაც. აუცილებელია,რომ ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება და საჭიროა, რომ უცხოური ორგანიზაციები ჩაერთონ გამოძიებაში, რომ გავიგოთ ზუსტად, რა ქიმიური ნივთიერება იყო გამოყენებული, ეს ჯერ არ ვიცით და არანაირი მათი პასუხი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია