რადოსლავ სიკორსკი ილონ მასკს - წადი მარსზე - იქ ნაცისტურ მისალმებაზე ცენზურა არ არსებობს

წადი მარსზე, იქ ნაცისტურ მისალმებაზე ცენზურა არ არსებობს, - ასე პასუხობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი ამერიკელი მილიარდერის, ილონ მასკის მოწოდებას ევროკავშირის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ილონ მასკმა ევროკავშირის მიმართ არაერთი კრიტიკული პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც პარასკევს ევროკომისიამ სოციალური პლატფორმა X-ი დააჯარიმა.

„ევროკავშირი უნდა გაუქმდეს და ცალკეულ ქვეყნებს სუვერენიტეტი დაუბრუნდეს, რათა მთავრობებმა უკეთ წარმოადგინონ თავიანთი ხალხი“, - დაწერა მასკმა.

„რამდენი დრო რჩება ევროკავშირის გაქრობამდე? გააუქმეთ ევროკავშირი“, - დაწერა მასკმა სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში.

პარასკევს ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა. ევროკომისიის განცხადებით, ჯარიმა სოციალური პლატფორმის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება, კერძოდ რეკლამებთან და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა