პეტრ პაველი - თუ რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას მივცემთ, ყველანი წავაგებთ

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის გამარჯვება მთელი დასავლეთისთვის დამარცხება იქნება.

„თუ რუსეთს ამ კონფლიქტიდან გამარჯვებული გამოსვლის უფლებას მივცემთ, ყველანი წავაგებთ“, - აღნიშნა პაველმა The Sunday Times-თან ინტერვიუში.

ჩეხეთის პრეზიდენტმა ისტორიული პარალელი გაავლო სუდეტის ოლქში გერმანულ უმცირესობაზე ნაცისტურ ნარატივსა და რუსების დაცვის შესახებ რუსულ ნარატივს შორის.

„ჩეხოსლოვაკიის შემთხვევაში, [სუდეტის ოლქში] გერმანული უმცირესობა საბაბად გამოიყენეს. იგივე ნარატივს იყენებს ვლადიმერ პუტინიც“, - აღნიშნა პაველმა.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ დასავლეთი უკრაინას ისე არ ღალატობს, როგორც ოდესღაც ჩეხოსლოვაკიას.

„იმას, რასაც ახლა ვაკეთებთ, მე ამას უკრაინის ღალატს არ დავარქმევდი. ამას უხალისობას დავარქმევდი - უხალისობას, დავიცვათ ის პრინციპები, რომელთა შესახებაც ვაცხადებთ, რომ ვიცავთ“, - აღნიშნა პაველმა.

ჩეხეთის ლიდერმა რუსული თვითმფრინავებისა და დრონების მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ალიანსს აქვს ძლიერი საფუძველი, რომ წინააღმდეგობა გაცილებით უფრო მეტად გაუწიოს, ვიდრე აქამდე აკეთებდა.

მჯერა, რომ თუ ეს დარღვევები გაგრძელდება, დადგება მომენტი, როდესაც ჩვენ უფრო მკაცრი ზომების გამოყენება მოგვიწევს, მათ შორის რუსული თვითმფრინავის ან დრონების პოტენციურად ჩამოგდება. რუსეთი არ დაუშვებდა მისი საჰაერო სივრცის მრავალჯერად დარღვევას და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ. ეს დარღვევები მიზანმიმართული, კარგად დაგეგმილი და რამდენიმე მიზანზეა ორიენტირებულია. ერთ-ერთი მათგანია იმის ჩვენება, რომ რუსეთს ამის გაკეთება შეუძლია. მეორე კი ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოცდაა. თუმცა, ეს ასევე ჩვენი თავდაცვის მიზნით მოქმედების სიმტკიცის გამოცდაა“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ირაკლი მელაშვილი - ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დათბობის ვერანაირ სიმპტომებს ვერ ვხედავ, გარდა საქართველოს მთავრობის წევრთა და მათი პროპაგანდისტების განცხადებებისა, რომლებიც მათ ოცნებებს უფრო შეესაბამება, ვიდრე რეალობას
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ