ნიდერლანდებმა უცნობი დრონის დაფიქსირების გამო საჰაერო სივრცეში გამანადგურებლები განალაგა

ნიდერლანდებმა, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დაფიქსირებული ამოუცნობი ობიექტის იდენტიფიცირების მიზნით, საჰაერო ძალების ორი F-35 ტიპის თვითმფრინავი განალაგა, - ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ობიექტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში იმ სიმაღლეზე დაფრინავდა, სადაც სავალდებულოა იდენტიფიკაცია და საჰაერო მოძრაობის კონტროლთან კომუნიკაცია.

უცნობი ობიექტი უპილოტო საფრენი აპარატი აღმოჩნდა.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონმა დატოვა საჰაერო სივრცე და უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენდა. მას საჰაერო მოძრაობაზე გავლენა არ მოუხდენია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს