GIPA-ს სტუდენტური ფილმების ფესტივალი იწყება

დღეს GIPA-ში უნივერსიტეტის აუდიო-ვიზუალური ხელოვნების და ციფრული მედიის საბაკალავრო პროგრამების და ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების მიერ შექმნილი ფილმების ფესტივალი - GIPA DocU იწყება. ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

მათივე ცნობით, 8-დან 12 დეკემბრამდე, ყოველ საღამოს GIPA-ში კინოჩვენება გაიმართება.

„GIPA-ს სტუდენტები მაყურებელს ახალ დოკუმენტურ, მხატვრულ, ექსპერიმენტულ და ესეი ფილმებს წარუდგენენ.

GIPA-ს აუდიო ვიზუალური ხელოვნების პროგრამის სტუდენტებმა სულ ახლახანს მოიპოვეს აღიარება. თბილისის კინოფესტივალზე “ოქროს პრომეთე” გადაეცა GIPA-ს ორ კურსდამთავრებულს: თიკუ კობიაშვილს სადიპლომო ნამუშევრისთვის “შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა” და ქეთევან ვაშაგაშვილს ფილმისთვის “ცხრათვიანი კონტრაქტი”. სწორედ ამ ფილმებით გაიხსნება და დაიხურება GIPA DocU-ს სტუდენტური ფესტივალი.

აღსანიშნავია, რომ GIPA-ში სტუდენტური პროექტების ფარგლებში კინო-დარბაზი მოეწყო და ფესტივალის გახსნაც სწორედ ამ თარიღს უკავშირდება. ეს ინიციატივა მომავალში ხელს შეუწყობს GIPA-ს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას და თანამოაზრეთა შეკრებისა და საინტერესო დისკუსიის მიმზიდველ სივრცეს შექმნის.

GIPA DocU 2012 წელს დაარსდა. ამ ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ან დაწყებული ფილმები მსოფლიოს საუკეთესო ფესტივალების ისეთ საკონკურსო სექციებში მოხვდა, როგორიცაა "Vision Du Reel", Dok Leipzig, Hot Docs, ობერჰაუზენის ფესტივალი და სხვა. წელს აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ფაკულტეტის ფარგლებში შექმნილი ფილმი, თიკუ კობიაშვილის სადიპლომო ნამუშევარი “შინაგანი გაზაფხულების ყვავილობა” ბერლინალეს სპეციალურ პროგრამაში მოხვდა. GIPA DocU-ს ალუმნის ბევრმა წარმომადგენელმა სწავლა დოკუმენტური კინოს ისეთ საერთაშორისო პროგრამებსა და სკოლებში გააგრძელა, როგორიცაა Doc Nomad, Close Up, ლონდონის კინოსკოლა, UCL, Goldsmith და ბევრი სხვა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს