„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ და UGT-იმ თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენასა და ბიზნესის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე ერთობლივი კონფერენცია გამართეს

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ“ კომპანია UGT-თან თანამშრომლობით, თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენასა და ბიზნესის ტრანსფორმაციის შესაძლებლობებზე ერთობლივი კონფერენცია გამართეს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავდა იმ ინოვაციური ტენდენციების განხილვას, რომლებიც დღეს ბიზნესის ზრდისა და განვითარების ახალ მოდელებს მოიცავს.

მათივე ცნობით, დისკუსიის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ხელოვნური ინტელექტის როლზე ბიზნესის ტრანსფორმაციაში, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესის მართვის მოდელებს, როგორ გარდაქმნის გადაწყვეტილების მიღების პროცესს და როგორ ქმნის ახალ სტანდარტებს პროდუქტიულობისა და ეფექტიანობისთვის. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც დროულად იღებენ მონაცემებზე დაფუძნებულ მიდგომებსა და ინოვაციურ ტექნოლოგიებს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ოპერაციულ შედეგებს და ქმნიან სტრატეგიულ უპირატესობას ბაზარზე.

როგორც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ IT კომიტეტის თავმჯდომარემ და UGT ჯგუფის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ირაკლი ასლანიშვილმა აღნიშნა, ტექნოლოგიური პროგრესი მხოლოდ ბიზნესის პროცესებს არ ცვლის - ის ქმნის ახალ ეკონომიკურ რეალობას.

„მსგავსი შეხვედრები აძლევს კომპანიებს შესაძლებლობას, გაიაზრონ რა მიმართულებით ვითარდება მსოფლიო და როგორ უნდა მოერგონ ამ ცვლილებებს, რათა გახდნენ უფრო ეფექტიანები, დაცულები და კონკურენტუნარიანები“, - განაცხადა ირაკლი ასლანიშვილმა.

მათივე ცნობით, ღონისძიებაზე ასევე, განხილული იყო ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გავლენა ოპერაციულ ოპტიმიზაციაზე, კიბერუსაფრთხოების ახალი გამოწვევები და ის, თუ რა მნიშვნელობა აქვს ქლაუდ ინფრასტრუქტურასა და მონაცემთა მართვის სწორ სტრატეგიებს ორგანიზაციების ზრდისა და მდგრადობისთვის.

ექსპერტთა თქმით, თანამედროვე ბიზნესს უკვე აღარ შეუძლია ტრადიციულ მოდელებზე დაყრდნობა, ტექნოლოგია დღეს გახდა სტრატეგიული გეგმის აუცილებელი ნაწილი.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, რომ მსგავსს პლატფორმებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და განვითარებაში.

„კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა უკეთ გაიაზრონ ტექნოლოგიური ცვლილებების სწრაფი ტემპი და საჭირო ინსტრუმენტები რეალურად მზარდი ეკონომიკური კონკურენციის პირობებში. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და კომპანია UGT მომავალშიც გააგრძელებენ შეხვედრების, ფორუმებისა და დისკუსიების ორგანიზებას, რომ ქართულ ბიზნესს ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიური პროგრესისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ცოდნაზე“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი