შალვა პაპუაშვილი - ნივთიერება „კამიტი“ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულადაც არ არის ნამყოფი, თუ თვითმფრინავით არ გადააფრინა ვინმემ - საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს ბოლომდე ჩაჰყვება

ნივთიერება „კამიტი“ საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულადაც არ არის ნამყოფი, თუ თვითმფრინავით არ გადააფრინა ვინმემ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მან საძაგლობა უწოდა BBC-ის სიუჟეტში გაჟღერებულ ინფორმაციას საქართველოში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხს ბოლომდე „ჩაჰყვება“.

„BBC-ის წინააღმდეგ მივმართავთ, უპირველეს ყოვლისა მარეგულირებელ კომისიას, რაც ბრიტანეთშია და ვთქვით კიდეც, რომ იმისდა მიხედვით გამოვიყენებთ სხვა სამართლებრივ საშუალებებს. აუცილებლად, ამ საკითხს ჩავყვებით ბოლომდე ყველანაირად. ჩავყვებით როგორც დეზინფორმაციის გამავრცელებლის მხილებაში, ისე ჩავყვებით იმაში, თუ რასთან გვქონდა საქმე. ფაქტია, რომ ეს იყო ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომელშიც ჩართულები იყვნენ, მათ შორის, უცხო ქვეყნებისა და სახელმწიფოების თუ ორგანიზაციების წარმომადგენლები. ჩვენ მოვისმინეთ პირდაპირი ბრალდებები ბრიუსელიდან, რომელიც ამასთან დაკავშირებით მოდიოდა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, იმისთვის, რომ ეს ყალბი ნარატივი, ჰიბრიდული ოპერაციისა, რამენაირად გაეძლიერებინათ. ყველაფერს დაესვა წერტილი, ყველა კითხვას გაეცა პასუხი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი ვინმეს რაიმე საკითხი აინტერესებს, მათ შორის, საერთაშორისო ინსტიტუციებს, მიმართონ სუს-ს, აჩვენებენ მხოლოდ დოკუმენტს და გააცნობენ ყველა საკითხს. ჩვენი მიზანი იყო, რომ გამოგვეკვლია და გვემხილებინა ეს სიყალბე, სუს-მა ჩაატარა გამოძიება და ამხილა სიყალბე. ხაზგასასმელია თუ რამხელა მავნებლური იდეა იყო ჩადებული. მთელი სიუჟეტიდან საზოგადოებას მხოლოდ ერთი ფრაზა ახსოვს, რომ იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოყენებული, არ ვიცი რამდენ წუთიანია ეს სიუჟეტი, მაგრამ სხვა საკითხები არც გასულა საზოგადოებაში, არ მაქვს ნანახი [ფილმი]. სუს-მა ამხილა ეს დეზინფორმაცია. ახლა უნდა ვამხილოთ იმ ბუდეში, საიდანაც ეს დეზინფორმაცია წარმოიშვა და წამოვიდა, ამიტომაც მივმართავთ ყველა სამართლებრივ საშუალებას, სასამართლო იქნება ეს თუ სხვა.

გაეცა პასუხი იმ საძაგლობას, რაც ჩვენ მოვისმინეთ BBC-ისგან, ეს არის საძაგლობა, რომელ საძაგლობასაც აჰყვნენ ქართველი მოღალატეები. ეს არის გებელსისეული პროპაგანდა, იმხელა ტყუილი უნდა თქვა, რომ ადამიანი დაფიქრდეს, ამხელა ტყუილსაც ხომ არ იტყოდნენო, BBC-ის სიუჟეტი რომ გებელსის პროპაგანდით არის დაკავებული, რომ ეთქვა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რომელიც არა თუ არ გამოუყენებია, არც არასდროს ნაყიდი არ ყოფილა. ეს ნივთიერება საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტულადაც არ არის ნამყოფი, თუ თვითმფრინავით არ გადააფრინა ვინმემ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს