დიმიტრი პესკოვი - ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია

ვლადიმერ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინს ეს არაერთხელ უთქვამს. მას საბჭოთა კავშირის აღდგენა არ სურს, რადგან ეს შეუძლებელია. რაც შეეხება ნატო-ზე თავდასხმისთვის მზადებას, ეს სრულ სისულელეს წარმოადგენს“, - განაცხადა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვი გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ნატო-ზე თავდასხმისთვის ემზადება და მას საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს.

„პუტინს ძველი საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს და ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. ჩვენ ამისგან თავი უნდა დავიცვათ. არ მსურს, რომ რუსეთი ნატო-ს ტერიტორიას თავს დაესხას, თუმცა რუსეთის სახელმწიფო და უსაფრთხოების დოქტრინებში სწორედ ამაზეა საუბარი“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!