ბათუმის მერია თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობის პროტესტზე - შენობა წლების წინ არის მიტოვებული, ობიექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს კერძო დავა - ხელშემწყობ ღონისძიებებს განვახორციელებთ მას შემდეგ, რაც სასამართლო პროცესები დასრულდება

შენობა წლების წინ არის მიტოვებული, აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს კერძო დავა. მერია განახორციელებს ხელშემწყობ ღონისძიებებს მას შემდეგ. რაც სასამართლო პროცესები დასრულდება, - ამის შესახებ ბათუმის მერიის განცხადებაშია აღნიშნული, რითაც უწყება თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება.

უწყების ინფორმაციით, ბათუმის მერი უახლოეს დღეებში შეხვდება დაზარალებულ მოსახლეობას.

„შენობა წლების წინ არის მიტოვებული. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით ამჟამად მიმდინარეობს კერძო დავა. მერია განახორციელებს ხელშემწყობ ღონისძიებებს მას შემდეგ რაც სასამართლო პროცესები დასრულდება.

მერიის წარმომადგენლებს არაერთხელ ჰქონდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან, მათ შორის იმ სამართლებრივი გზების განხილვაზე, რომლებიც შესაძლებელს გახდის საკითხის საბოლოო გადაწყვეტას.

ბათუმის მერი უახლოეს დღეებში შეხვდება დაზარალებულ მოსახლეობას“, - აცხადებენ მერიაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმა მოქალაქეებმა ბათუმის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ბათუმის მერთან გიორგი ცინცაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ თაყაიშვილის ქუჩაზე კორპუსის დაუსრულებელ მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, რაც მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!