ირაკლი კობახიძე - ხაბეიშვილი წავიდა რისკზე, ამაში გაჰყვნენ ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე - ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე

ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, წავიდა რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე. ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მიერ დღეს სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, 4 ოქტომბრის აქციას ორგანიზატორები მხოლოდ მას შემდეგ გაემიჯნნენ, რაც დამხობა ჩავარდა.

„ეს იყო დამხობის ღია მცდელობა, პირდაპირ ასე ერქვა იმ აქციას, რომელიც ჩატარდა 4 ოქტომბერს. დამხობის აქციაში მონაწილეობა მიიღეს 3 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, ექსპრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ა.შ. ამ ადამიანებმა პირდაპირ მიიღეს მონაწილეობა დამხობის აქციაში და მხოლოდ მაშინ გაემიჯნნენ დამხობის ორგანიზატორებს, როდესაც დამხობა ჩავარდა. საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა ამ ადამიანებს არ აქვთ.

რაც შეეხება იმას, რატომ აკრიტიკებს ხაბეიშვილი ოპოზიციას, მეც გავაკრიტიკებდი ხაბეიშვილის ადგილზე ოპოზიციას. ხაბეიშვილი წავიდა რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, წავიდა რისკზე, ამაში გაჰყვნენ მას ოპოზიციის სხვა ლიდერები და მერე მიატოვეს შუა გზაზე. ხაბეიშვილის ადგილზე მეც ვიქნებოდი განაწყენებული საკუთარ ამხანაგებზე, თუმცა მადლობა ღმერთს ასეთი ამხანაგები მე არ მყავს“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა.

„არც მე მინდა ციხეში, ციხე ძალიან საშიშია, მაგრამ შიში საკუთარ თავში უნდა დაამარცხოთ, რადგან საქართველოს ბედი წყდება დღეს. ყურები გამოიჩხრიკეთ! ცოტა აზრზე მოდით! გეყოთ გამბედაობა და გამოდით, რომ ყელყელაობთ ტელევიზორში, ერთიანობაო. ყველა დღე მძიმდება სიტუაცია. როგორ გძინავთ ღამე? - ღამე სახლში უნდა წახვიდეთ და „კაპუჩინო“ უნდა დალიოთ?“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა