დონალდ ტრამპი - რატომ არ ვიღებთ ხალხს ნორვეგიიდან, შვედეთიდან და დანიიდან? - ჩვენ ხალხს ყოველთვის კატასტროფული ადგილებიდან ვიღებთ, ბინძური, საზიზღარი და დანაშაულით სავსე ადგილებიდან

რატომ არ ვიღებთ ხალხს ნორვეგიიდან, შვედეთიდან და დანიიდან - ჩვენ ხალხს ყოველთვის კატასტროფული ადგილებიდან ვიღებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენსილვანიაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რატომ არ ვიღებთ ხალხს ნორვეგიიდან და შვედეთიდან. ცოტა დანიიდან გამოგზავნეთ. წინააღმდეგი ხომ არ ხართ, რომ რამდენიმე წესიერი ადამიანი გამოგზავნოთ? ჩვენ ხალხს ყოველთვის სომალიდან და კატასტროფული ადგილებიდან ვიღებთ, არა? ბინძური, საზიზღარი და დანაშაულით სავსე ადგილებიდან, ერთადერთი რაც კარგად შეუძლიათ გემებზე თავდასხმაა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობდა „მესამე სამყაროს ქვეყნებიდან მიგრაციის მუდმივად შეჩერების შესახებ, მათ შორის ისეთი ჯურღმულებიდან, როგორიც ავღანეთი, ჰაიტი, სომალი და ბევრი სხვა ქვეყანაა“, როდესაც შეკრებილი ხალხიდან ერთ-ერთმა „ბინძური ხვრელები“ წამოიძახა და დონალდ ტრამპს 2018 წელს ოვალურ კაბინეტში შეხვედრაზე გაკეთებული განცხადების შესახებ შეახსენა.

მაშინ თეთრმა სახლმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპმა მესამე სამყაროს ქვეყნებს „ბინძური ხვრელები“ უწოდა.

„მე არ მითქვამს „ბინძური ხვრელები“, ეს თქვენ თქვით. მე ეს სენატორებს, „დემოკრატ“ სენატორებს ვუთხარი. ისინი შემოვიდნენ და თქვეს, რომ ყველაფერი არაოფიციალური იყო. გვსურდა, რომ გულწრფელები ვყოფილიყავით, რადგან ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანებოდა და მე ვთქვი, ხალხს მხოლოდ „ბინძური ხვრელებიდან“ რატომ ვიღებთ?“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა