განათლების სამინისტრო მომავალი კვირიდან, ახალი რეფორმის თაობაზე სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრების დაწყებას გეგმავს

მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა თითოეულ უნივერსიტეტთან ცალ-ცალკე მოხდება.

„ამ კანონმდებლობის მიღებასთან ერთად, მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, სად არიან ყველაზე უფრო ძლიერი სამეცნიერო პოზიციების მქონეები. ყველა უნივერსიტეტთან ვაპირებთ სათითაოდ შეხვედრას. ეს დავალება მიღებული გვაქვს, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით თუ ინტერესი გექნებათ და დეპუტატებიც ჩაერთვებიან, სიამოვნებით განვიხილოთ ეს მიმართულებები,“- განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ