პაატა ბურჭულაძემ დღევანდელ პროცესზე დასწრებაზე უარი თქვა, ირაკლი შაიშმელაშვილს კი, მოსამართლემ ჩვენების დისტანციურად მიცემის უფლება არ მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ათონელის სასახლესთან 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პოლიტიკოსების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ 5 პირის - ირაკლი ჩხვირკიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძის და თორნიკე მჭედლიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა მას მოსამართლე, ირაკლი ხუსკივაძე განიხილავს.

სხდომას არ ესწრება ორი ბრალდებული:ირაკლი შაიშმელაშვილი და პაატა ბურჭულაძე. შაიშმელაშვილი ძებნაშია და შესაბამისად, მის მიმართ სისხლის სამართლის წარმოება დაუსწრებლად მიმდინარეობს.

პროცესზე ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომ ირაკლი შაიშმელაშვილი დისტანციურად დაკითხულიყო, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ შაიშმელაშვილი ძებნაშია.

“ის იძებნება სამართალდამცავების მიერ, ეს გამორიცხავს მის ჩართვას. მას შეუძლია ქვეყანაში დაბრუნდეს და ამის შემდეგ შეეძლება [სასამართლო პროცესში მონაწილეობა]”, - განაცხადა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მოსამართლემ წარმოადგინა პენიტენციური დაწესებულებიდან განცხადება, რითაც ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძე უარს აცხადებს დღევანდელ პროცესზე გამოცხადებაზე.

რაც შეეხება პროცესზე მყოფ სხვა ბრალდებულებს, წარდგენილ ბრალდებაში ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

“იქ ვიმყოფებოდი მშვიდობიანი აქციის ფარგლებში”- განაცხადა პოლიტიკოსმა პაატა მანჯგალაძემ.

“ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი, აქტიური პროტესტი, რომელიც არ შეიძლება დაკვალიფიცირდეს იმ მუხლებით, რომელიც წარდგენილია ჩვენ მიმართ”, - განაცხადა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ.

“თავს დამნაშავედ არცერთ ნაწილში არ ვცნობ”, - განაცხადა პოლიტიკოსმა ირაკლი ნადირაძემ.

“ბრალდება არის პოლიტიკურად მოტივირებულi, ცინიკური.თავს არ ვთვლი დამნაშავედ”, - განაცხადა ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკვიამ.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ანთაძე - ჯამში ეს ყველაფერი „რეალიზმის“ დაბრუნებაა საერთაშორისო არენაზე, ფაქტობრივად, დემოკრატიული სამყარო მისი მთავარი „პოლიციელის“, გნებავთ დამცველის გარეშე რჩება
„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა