ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა „მწვანე შუქი“ აუნთეს ბლოკის გეგმას, რომელიც 2027 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტის ეტაპობრივად შეწყვეტას ითვალისწინებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირმა გასულ კვირას მიაღწია შეთანხმებას კანონზე, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი შეწყვეტს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს 2026 წლის ბოლოსთვის, ხოლო მილსადენური გაზის იმპორტს - 2027 წლის სექტემბრის ბოლოსთვის.

რუსული გაზის აკრძალვას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დამტკიცება ევროკავშირის ქვეყნების მინისტრების შეხვედრაზე და ევროპარლამენტის მიერ, სანამ ის კანონად გადაიქცევა.

ევროპარლამენტი შეთანხმებას მომავალ კვირას უყრის კენჭს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები აკრძალვას ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში დაამტკიცებენ.

ევროკავშირის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ, უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ევროპარლამენტი და საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმებას უმრავლესობით დაამტკიცებენ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად