ვოლოდიმირ ზელენსკი - საგარეო დაზვერვის სამსახურს დავავალე, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას უფრო ყურადღებით დააკვირდეს

საგარეო დაზვერვის სამსახურს დავავალე, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობას უფრო ყურადღებით დააკვირდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის, ოლეგ ივაშენკოს ანგარიში მოისმინა.

„უკრაინის საგარეო პოლიტიკასთან და რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ბევრი დეტალი განვიხილეთ. კერძოდ, რუსული კომპანიების ჩინურ ინვესტიციებსა და ტექნოლოგიებზე დამოკიდებულება“, - წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა აკვირდება „ჩინეთის სასარგებლოდ რუსეთის ტერიტორიების დე-სუვერენიზაციის მზარდ ტენდენციას, კერძოდ, რესურსებით მდიდარი მიწების ჩინეთისთვის მიყიდვას“.

„აღვნიშნავთ, რომ ჩინეთი რუსეთთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით ნაბიჯებს დგამს, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო სექტორში. ჩვენი პარტნიორების სადაზვერვო სამსახურებსაც მსგავსი ინფორმაცია აქვთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს