ემანუელ მაკრონმა, ფრიდრიხ მერცმა და კირ სტარმერმა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებენ.

„დაახლოებით 40 წუთი გვქონდა საკითხის განხილვისთვის, რომელიც ყველას გვაწუხებს“, - განაცხადა მაკრონმა.

დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამაც გაავრცელა.

„პრემიერ-მინისტრი [კირ სტარმერი] დღეს ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს.

ლიდერებმა შეერთებული შტატების სამშვიდობო მოლაპარაკებების უახლესი ამბები განიხილეს და მიესალმნენ მათ ძალისხმევებს მიაღწიონ სამართლიან და მყარ მშვიდობას უკრაინისთვის, რათა მკვლელობები დასრულდეს.

სამშვიდობო გეგმაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და გაგრძელდება უახლოეს დღეებში.

ისინი შეთანხმდნენ, რომ ეს კრიტიკული მომენტია - უკრაინისთვის, მისი ხალხისთვისა და ევრო-ატლანტიკური რეგიონის მასშტაბით საერთო უსაფრთხოებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში