ვენესუელას მთავრობა აშშ-ის მიერ ნავთობტანკერის დაკავებაზე - ეს აშკარა ქურდობაა - დავიცავთ სუვერენიტეტს და ეროვნულ ღირსებას

ვენესუელას მთავრობა შეერთებული შტატების მიერ ნავთობტანკერის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს აშკარა ქურდობა და საერთაშორისო მეკობრეობის აქტია.

„ვენესუელა აბსოლუტური სიმტკიცით დაიცავს თავის სუვერენიტეტს, ბუნებრივ რესურსებსა და ეროვნულ ღირსებას“, - აცხადებენ ქვეყნის მთავრობაში.

მათივე მტკიცებით, ტანკერის დაკავებას საერთაშორისო ორგანოების წინაშე დაგმობენ.

ცნობისთვის, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა. ნავთობტანკერის დაკავებამ ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია და ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა მკვეთრად გაამწვავა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს