ჯო უილსონი - აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება

აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს.

„აღმაშფოთებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმის მიერ აშშ-ში დანიშნული ელჩის ქმარი, სავარაუდოდ, რუსეთს აშშ-ს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება, რომლის მიზანიც პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებაა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ეს უნდა შეისწავლოს. ამ საკითხის შემდგომ შესწავლას მოუთმენლად ველი“, - წერს ჯო უილსონი X-ზე.

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი OC-Media-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც წერია, რომ „აშშ-ში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის ქმარი, დავით კუხალაშვილი მოსკოვში იურიდიული ფირმის დამფუძნებელი და მმართველი დირექტორია, რომელიც კლიენტებს კონსულტაციას უწევს, რათა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და აქტივების გაყინვას თავი აარიდონ“.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს