ეკა სეფაშვილი - ALDE-ს განცხადება არის სამარცხვინო - დაახლოებით, 10 დღე მოუნდა იმის გააზრებას, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა და ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო

ALDE-ს განცხადება არის სამარცხვინო - დაახლოებით, 10 დღე მოუნდა იმის გააზრებას, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა და ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა ALDE-ს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ALDE-ს განცხადება იმის მიმანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური პარტია ევროპის მასშტაბით იმართება იმ უცხოელი აქტორების მიერ, რომლებიც ასეთ ძალადობრივ ქმედებებს ემხრობიან.

„ALDE-ს განცხადება არის სამარცხვინო. დაახლოებით, 10 დღე მოუნდა იმის გააზრებას, რომ თურმე ალეკო ელისაშვილმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა და ისიც კი ვერ გაბედა, რომ დაეგმო ეს ტერორისტული აქტი, იმდენად არის მოყოლილი სწორედ იმ დაჯგუფების, გლობალური აქტორების გავლენის ქვეშ, რომლებიც მართავენ ასეთ ტერორისტულ აქტებს საქართველოში. მათი ეს განცხადება ჩემთვის აშკარად იმის მიმანიშნებელია, რომ ეს პოლიტიკური პარტია ევროპის მასშტაბით იმართება იმ უცხოელი აქტორების მიერ, რომლებიც ასეთ ძალადობრივ ქმედებებს ემხრობიან. ასევე, ამას ადასტურებს მათ მიერ განცხადებაში მოყვანილი ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, ვითომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია და საქართველოს ხელისუფლებამ რაიმე ძალადობრივო მეთოდები გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის მათი მცდელობის კიდევ ერთი გაგრძელება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ALDE-ს მიერ, ეს არის ერთიანი კოორდინირებული პროცესის მხოლოდ ერთ-ერთი აქტორი, რომელიც უნიჭოდ ასრულებს თავის დავალებას,“ - განაცხადა სეფაშვილმა.

ცნობისთვის, "ევროპული ლიბერალური და დემოკრატიული პარტიების გაერთიანება“ ALDE Party-იმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ის „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის ქმედებებს არ ამართლებს.

„რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ნათელია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებთ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის ან მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას“, - წერს ALDE სოციალურ პლატფორმა X-ზე.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში