რელიგიის სააგენტო აზერბაიჯანის კოლეგა ორგანიზაციას შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოლეგა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს რელიგიის სფეროში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დააყენა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მართლმადიდებელი ეკლესიის რეგისტრაციის და ქართული ეკლესიების გადმოცემის საკითხი. ზაზა ვაშაყმაძე, ასევე, დაინტერესდა აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების რელიგიური უფლებების დაცვის მდგომარეობით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საჰიბ ნაგიევმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს გულთბილი მიღებისთვის და ბაქოში, საპასუხო ვიზიტით დაპატიჟა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის თეოლოგიური ინსტიტუტის რექტორი აგილ შირინოვი, კავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სალმან მუსაევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, რელიგიის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი, პროტოკოლის მენეჯერი ნათია გუდაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელი სერგო კერესელიძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა