დონალდ ტრამპი - პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ახლოს იყო შეთანხმის მიღწევასთან როგორც უკრაინასთან, ასევე რუსეთთან.

„ვფიქრობდი, ძალიან ახლოს ვიყავით რუსეთთან შეთანხმების მიღწევასთან. ძალიან ახლოს ვიყავით უკრაინასთან შეთანხმების მიღწევასთან. სინამდვილეში, პრეზიდენტ ზელენსკის გამოკლებით, მის ხალხს ძალიან მოეწონა შეთანხმების კონცეფცია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ შაბათს, 13 დეკემბერს, ევროპაში შეხვედრა იგეგმება:

„მივალთ, თუ რეალური შანსი იქნება. არ გვინდა დროის დაკარგვა. გვინდა, რომ ეს საკითხი მოგვარდეს, რათა ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, ასეთმა ომებმა შეიძლება გლობალური ესკალაცია გამოიწვიოს.

„ეს ყველაფერი დიდი მსოფლიო ომებით მთავრდება. თუ ყველა გააგრძელებს ამ თამაშების თამაშს, ისინი მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდებიან. და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებით დაეხმარება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის