შალვა პაპუაშვილი - წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი - ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

რაც შეეხება ბატონ ფიშერს, მისი ფაილი ჩვენთვის დახურულია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩთან პეტერ ფიშერთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ელჩის მხრიდან გარკვეული მედიებისთვის პროპაგანდისტის იარლიყის მიკვრა აჩვენებს“, რომ ის გაურბის კითხვებს.

„თუკი ვინმეს პრეტენზია აქვს, რომ დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენელია, კრიტიკული კითხვები უნდა მოისმინოს და მშვიდად უპასუხოს. პროპაგანდისტობის იარლიყის მიწებება აჩვენებს, რომ ეს არის მცდელობა, გაექცეს კითხვას და აჩვენებს, რომ სტანდარტი სხვადასხვაა. ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალია, ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა. თქვენ ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მეც, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის უმრავლესობის ხელმძღვანელი, სხვა წამყვანი თანამდებობის პირები ყოველ კვირა საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ არც ერთ კითხვას. ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც, როგორც ჩანს, ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი.“- განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში