შალვა პაპუაშვილი - არც მტერს და არც მოყვარეს შიდა პოლიტიკაში არაფერი ესაქმება! - საბჭოთა მოსკოვისგან თავი გავითავისუფლეთ, მაგრამ ამის საპირწონედ ვიღაცამ რატომღაც ჩათვალა, რომ ჩვენს საქმეებში ტალინი, ვილნიუსი და ბერლინი უნდა ჩაერიოს

არც მტერს და არც მოყვარეს შიდა პოლიტიკაში არაფერი ესაქმება! - ჩვენ დამოუკიდებლობა იმიტომ მოვიპოვეთ, რომ არ გვინდოდა შიდა საქმეებში საბჭოთა მოსკოვი ჩარეულიყო! დღეს საბჭოთა მოსკოვის შიდა საქმეებში ჩარევას კი ავცდით და თავი გავითავისუფლეთ, მაგრამ ამის საპირწონედ ვიღაცამ რატომღაც ჩათვალა, რომ ტალინი, ვილნიუსი და ბერლინი უნდა ჩაერიოს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კითხვას, საქართველოსთან დაკავშირებით მეგობარი სახელმწიფოების აქტიურობა არის ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა თუ მცდელობა იმისა, რომ საქართველოში დემოკრატია გადარჩეს.

როგორც აღნიშნული კითხვის პასუხად პაპუაშვილმა განაცხადა, „მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ ხალხს ვინმესთვის უფლება აქვს მიცემული, რომ შიდა საქმეებში ჩაერიოს - იქნება ეს ევროპელი თუ აზიელი“.

პაპუაშვილის განცხადებითვე, „ევროკავშირი დღევანდელი ლიდერების ხელში ცივილიზაციური წაშლის წინაშე დგას და ცივილიზაციურ უფსკრულში იყურება“.

„არც მტერს და არც მოყვარეს შიდა პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. აქ ყველას მიმართ ერთნაირი სტანდარტი მოქმედებს. სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იმას გულისხმობს, რომ ხალხი საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და საკუთარი მმართველობის საკითხებს თავად წყვეტს. მეგობრობა იმას არ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს ვინმესთვის უფლება აქვს მიცემული, რომ ჩვენს შიდა საქმეებში ჩაერიოს - იქნება ეს ევროპელი თუ აზიელი.

ჩვენ დამოუკიდებლობა იმიტომ მოვიპოვეთ, რომ არ გვინდოდა საბჭოთა მოსკოვი ჩვენს შიდა საქმეებში ჩარეულიყო. დღეს ვხედავთ, რომ საბჭოთა მოსკოვის შიდა საქმეებში ჩარევას კი ავცდით და თავი გავითავისუფლეთ, მაგრამ ამის საპირწონედ ვიღაცამ რატომღაც ჩათვალა, რომ ტალინი, ვილნიუსი და ბერლინი უნდა ჩაერიოს - ევროკავშირში 27 ქვეყანაა და დედაქალაქებს რა გამოლევს. თუ ყველა დედაქალაქმა ქართველების თავის ჭკუაზე ტარება მოინდომა, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის. ის მაინც ვიცოდით, რომ ერთი მისამართი იყო და ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე. ახლა ყველა - დიდი და პატარა ფიქრობს, რომ ქართველებს ჭკუა უნდა ასწავლოს, მათ შორის ის ქვეყნებიც რომელთა დამოუკიდებლობა ისტორიულადაც რამდენიმე ათეულ წელს ითვლის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, „ის, რაშიც დღეს აშშ-ს ადმინისტრაცია ევროკავშირს ამხელს, ყველაზე კარგად საქართველოსთან დამოკიდებულებაში გამოჩნდა“.

„ევროკავშირის ფარისევლობა ყველაზე კარგად საქართველოსთან დამოკიდებულებაში გამოჩნდა, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით სიტყვის თავისუფლებას გვიხშობენ. სინამდვილეში ყველანაირ განსჯას, დიალოგს და დისკუსიას კეტავენ. ყველაფერი ჩაკეტეს ზუსტად ევროკავშირის და მათი ენჯეოების და პარტიების ხელით.

ის, რასაც იდენტობის წაშალა ჰქვია, ევროკავშირის ბიუჯეტიდან ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებით ხდება. აშშ-ს ადმინისტრაცია ევროკავშირს პრეტენზიას უყენებს, რომ მშვიდობის ნაცვლად კონფლიქტის ზონად იქცა. ვხედავთ, რომ ემზადებიან ომისთვის. საქართველოშიც ამას ვხედავდით, რომ დემოკრატიული თანაცხოვრების ნაცვლად, ევროკავშირის დაფინანსებით კონფლიქტის გაღვივება ხდება, მათ შორის ქართველებს შორის. ყველა ეს მავნე გამოვლინება ყველაზე ნათლად საქართველოსთან დაკავშირებით ვიხილეთ.

ევროკავშირი დღევანდელი ლიდერების ხელში ცივილიზაციური წაშლის წინაშე დგას და ცივილიზაციურ უფსკრულში იმყოფება. ევროკავშირში საომარი რიტორიკა ყოველდღიურობად იქცა. ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობისთვის შეიქმნა, არის გამალებული შეიარაღების პოლიტიკის მწარმოებელი. ლიდერები საუბრობენ, რომ ცოტა ხანში რუსეთთან ომი ექნებათ. ამ რიტორიკაში არის ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი