პრემიერი - ევროკავშირში საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს, ეს ყველაფერი არაფორმალური გავლენების შედეგია

არაფორმალური გავლენები არის ძალიან აქტუალური ევროკავშირის მასშტაბით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სწორედ არაფორმალური გავლენების შედეგია საქართველოსთან მიმართებით მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებები და განცხადებები.

„დღეს, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროკავშირში, როდესაც ისინი, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით იღებენ აბსურდულ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ აბსურდულ განცხადებებს, ეს ყველაფერი არის არაფორმალური გავლენების შედეგი. აქაც, რასაც ჩვენ ვამბობდით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, იგივეს იმეორებენ კონკრეტული ადამიანები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ამაზე უნდა დაფიქრდეთ ალბათ ყველა“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებდა მთელი ამ წლების განმავლობაში და „მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი“.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება.

„ჩვენ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, გვიწევდა მარტივი ჭეშმარიტების მტკიცება იმ ტენდენციებთან დაკავშირებით, რომელსაც აშკარად ვხედავდით ევროკავშირის მასშტაბით. გახსოვთ, როგორი კრიტიკა მოდიოდა ამის შესახებ, გვაცხადებდნენ პრორუსულ ხელისუფლებად, იმის გამო, რომ ამ ტენდენციებზე ვსაუბრობდით. დღეს, იმავეზე საუბრობს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია. ზუსტად იმავეს იმეორებს, რასაც ჩვენ ვამტკიცებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და მხოლოდ ახლა გახდა ზოგიერთი სუბიექტისთვის დამაჯერებელი ის, რაზეც ჩვენ მანამდე ვსაუბრობდით კონკრეტული არგუმენტებითა და ფაქტებით. ეს არის დღევანდელი რეალობა, ტენდენციები ევროკავშირში არის მძიმე და ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ ეს ტენდენციები დადებითისკენ შემობრუნდება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები,“ - განაცხადა პრემიერმა.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი
მიკრობანკი ემბისი ბაზარზე უნიკალური ანაბრით შემოდის - ყველაზე მაღალი სარგებელი, მოქნილი თარიღები და 100%-იანი დაზღვევა
რა შესაძლებლობებს გთავაზობთ SEU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა?
„წლების მანძილზე“ – „სილქნეტი“ და National Geographic - საქართველო „ქოლგას“ კვირეულის ფარგლებში ფოტოგამოფენას წარადგენენ