„თიბისის“ დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული - მთავარი სტრატეგია მოტივაციაა

„თიბისის“ დეკემბრის მარათონს პირველი კვირის გამარჯვებული ჰყავს. თამარ ფოლადიშვილი ამბობს, რომ თამაშის დაწყებას მოუთმენლად ელოდა; მარათონში მონაწილეობამ კი, ბევრი ახალი მეგობარი შესძინა და ძველ მეგობრებთანაც აღადგინა კავშირი.

თამარ ფოლადიშვილი: „თიბისის სიახლეებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვადევნებ თვალს. შესაბამისად, თავიდანვე ვიცოდი მარათონის შესახებ. მივხვდი, რომ წარმატების მთავარი გასაღები მეგობრების მოწვევა და თამაშში მათი ჩართვა იქნებოდა. პირველი, სწორედ, ეს გავაკეთე - აბსოლუტურად ყველას შევატყობინე ამის შესახებ. თუმცა, მარტივი ნამდვილად არაა ისეთი ადამიანების პოვნა, ვისაც თიბისის ბარათი და მობაილბანკი არ აქვს.“

თამარმა სრული მობილიზაცია გამოაცხადა - შეეხმიანა და მოიწვია ყველა - მეგობრები, მათი მეგობრები და მეგობრების მეგობრები, ოჯახის წევრები და ახლობლები, მათი მეგობრები და ასე უსასრულოდ. ფაქტია, რომ მისმა შეუპოვრობამ და სტრატეგიამ სრულად გაამართლა. პირველი კვირის ბოლოს, გამარჯვებულის სტატუსითა და 10 000-ლარიანი პრიზით, თამარმა ყველა გაცემული ენერგიისა და ემოციის უკან დაბრუნება შეძლო.

თამარ ფოლადიშვილი: „ჩემი რჩევა იქნება, რომ მარათონის მონაწილეებმა პროცესით სიამოვნება მიიღონ და ჰქონდეთ დიდი მოტივაცია, რადგან, სწორედ, ესაა თამაშის მთავარი სტრატეგია. მე კი, ვაგრძელებ ბრძოლას მთავარი პრიზისთვის.“

ჯიუტად მიზნისკენ და მთავარია გჯეროდეს - შემოგვიერთდი თიბისის მობაილბანკში, გახდი მარათონელი და წინ არაერთი სასიამოვნო სიურპრიზი გელოდება.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის