Financial Times - ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში 2027 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ

ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირები სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში 2027 წლისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სამშვიდობო მოლაპარაკებების უახლეს პროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი 2027 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა გახდეს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, მსგავსი ნაბიჯი ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცედურების შეცვლას გამოიწვევს და ევროკავშირს აიძულებს, რომ პროცესს სრულად გადახედოს.

გამოცემას წყაროებმა განუცხადეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პუნქტის სამშვიდობო შეთანხმებაში დამატება უკრაინისთვის ფაქტობრივად წევრობის აღმნიშვნელი ფაქტი იქნება, რადგან ბრიუსელი გაწევრიანების დაჩქარებული პროცესისთვის წინააღმდეგობის გაწევით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ვერ შეაფერხებს.

ასევე, გამოცემა წერს, რომ მსგავსი შეთანხმებების ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოუწოდებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ვეტო მოხსნას.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს